Wednesday, December 18, 2013

გაკვეთილის გეგმა, შეფასების სქემა და ელექტრონული პრეზენტაცია

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ტყე
საგანი/პედაგოგი
ბუნება/ნანული დარჩია
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური/I კლასი
მოსწავლეთა პროფილი
12 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
გაკვეთილის მნიშვენლობა/აქტუალობა
მოსწავლეები შეიძენენ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
ტყისადმი ინტერესის გაზრდა და დადებითი განწყობილების ჩამოყალიბება.
ბუნ.I.8.მოსწავლეს შეუძლია საკუთარი  გარემოსადმი დამოკიდებულები გამოხატვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       მონაწილეობს სასკოლო გარემოში ქცევის ელემენტარული წესების შემუშავებაში მასწავლებელთან ერთად და იცავს მათ;

წინასწარი ცოდნა
იციან ტყის შესახებ ელემენტარული ინფორმაცია.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი კომენტარებით.
ასევე შედგენილი მაქვს შეფასების განმსაზღვრელი სქემა.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
დაფა, ცარცი, ფერადი ფანქრები, ფურცლები.
ბუკები.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება/კლასის ორგანიზება _ 2 წთ.
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 _ საუბარი [6 წთ.]  
მოსწავლეებს ვესაუბრები მახლობელ ტყეში
ექსკურსიის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებზე და ეკითხება: სად ვნახავთ ბევრ მცენარეს, ცხოველს, ფრინველს ერთად. მოსწავლეები  ასახელებენ ფრინველებისა  და ცხოველების სახელებს და
დასხელებულ სიტყვებს მე  ჩამოვწერ დაფაზე.
გაკვეთილის  B ფაზა. ცოდნის კონსტრუირება [18].
აქტივობა 2.ჯგუფური მუშაობა ‘ტყის კომპოზიციის შექმნა’. ბავშვებს წავუკითხავ დაფაზე დაწერილ სიტყვებს, რის მიხედვით ბავშვები დახატავენ შესაბამის სურათებს და
ჯგუფურად შექმნიან ტყის კომპოზიციას.
განიხილავენ თუ როგორია კონკრეტული მცენარე [ბუჩქი, ბალახი] ან ცხოველი. დაასახელებენ, თუ რა ცხოველი ან ფრინველი ბინადრობს მახლობელ ტყეში.
   აქტივობა 3. თამაში: „აბა გამოიცან““.
მოსწავლეებს ვურიგებ ფრინველების, ცხოველების სურათებს  და ისინი დაასახელებენ მათ სახელებს.
 გაკვეთილის C ფაზა - რეფლექსია.[9 წთ].
 აქტივობა 4  მოსწავლეებს ვაჩვენებ ტყის სურათს კომპიუტერის საშუალებით და მოსწავლეებს ვეკითხები:
-რა მოჩანს სურათზე?
-საიდან ხვდებით,რომ  ტყეა?
-რა მოგწონთ ტყეში ყველაზე მეტყად?
მოსწავლეები იხსენებენ სიმღერას ტყეზე;
     ტყემ მოისხა ფოთოლი,
   იქვე დარბის მელია,
    ნაკადული რაკრაკებს ჩიტუნების ხმებია 
    სოკოს კრეფენ ბავშვები ცეკვაავენ და მღერიან.

    მოსწავლეებს წავუკითხავ ლექსებს ტყის შესახებ და ამოვახსნევინებ გამოცანებს.

ვაჯამებ გაკვეთილს.ტყე არის ერთად უამრავი მცენარე, ფრინველი, ცხოველი,  ნაკადული და სხვა.   იქ სუფთა ჰაერი, სიმშვიდე  და სილამაზეა, ამიტომ ტყეში ყოფნა სასიამოვნო და  საინტერესოა.

დავალება; შინ იფიქრონ დამოიგონონ ტყის ხილის  სახელები.
  ზეპირად შექებით შევაფასებ იმ მოსწავლეებს, როსლებიც  მთელი მონდომებით იყვნენ ჩაბმული ჯგუფურ მუშაობაში და გამოირჩეოდნენ ჩართულობით


ელექტრონული პრეზენტაცია



No comments:

Post a Comment