Saturday, December 21, 2013

სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: „ტურისტული უნარ-ჩვევები“ [სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება].

2პროექტის მთავარი იდეა: „ტყე შეუნახე შვილებსა“.

3. პროეეექტის აქტუალობა: მოსწავლეებში ტურისტული და ბუნების დაცვისუნარ-ჩვევების გამომუშავება.

4. პროექტის მიზანი: ლაშქრობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება [ლაშქრობის დაგეგმვა, წასაღები აღჭურვილობის მომზადება, საკვების შერჩევა, გარემოს დასუფთავება,უსაფრთხოების დაცვა],ტყის მშვენიერების გრძნობის აღძვრა.

5.მოსწავლეთა ასაკი; 10 წელი.

6. ვადები; 1 დღე.

7 მოსალოდნელი შედეგები/რაც შეიძლება შეიქმნას: გამოუმუშავდებათ  ინტერესი ბუნების ღრმად წვდომის, მისი დაცვისა და უსაფრთხოებისადმი, დაეუფლებიან ტურისტულ უნარ-ჩვევებს, გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციისა და შემოქმედებითი უნარ -ვევები]

8. პროექტისათვის საჭირო რესურსები; საკვები პროდუქტები, ხილი, წასაღები ნივთები: ზურგჩანთა, ქოლგა, ასანთი, შუშის ბოთლი, ბურთი, ტელეფონი, კომპასი, ფოტოაპარატი, ქვაბი, ჯოხი.

9 პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1. „მზადება სალაშქროდ’. გაკვეთილების შემდეგ მეოთხეკლასელებთან ერთად დავგეგმე ლაშქრობა შერეულ ტყეში. დავგეგმე აგრეთვე შესაბამისი აღჭურვილობა და სათადარიგო ნივთები.

აქტივობა  2.  „ლაშქრობა’. რამდენიმე დღის შემდეგ, მეოთხეკლასელები , დილით  მოვამზადე ლაშქრობისათვის სამწყობროდ . ზურგჩანთებითა და საჭირო აღჭურვილობით დავლაშქრე მახლობელ შერეულ ტყისაკენ.  ისინი დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ გარემოს. ნახეს უამრავი მცენარე, ნაკადული, „ლურჯი ჩანჩქერი“. ტყის ხილი, დაინახეს კურდღელი და სხვადასხვა ფრინველი. უსმენდნენ ჩიტების ჭიკჭიკს და ტკბებოდნენ ბუნების სილამაზით. დაკრიფეს ყვავილები და სოკოები. მცენარეებიდან მოშორებით დაანთეს კოცონი და შეწვბეს სოკოები.მოიგონეს ტყესთან დაკავშირებული  ლექსები და გამოცანები,იმღერეს, იცეკვეს,ითამაშეს და ისადილეს. მათ წავუკითხე  მოთხრობა „დაუდევრობა“ და მოვაგონე უსაფრთხოების წესები. ისინმა ჩააქრეს კოცონი და გაასუფთპვეს  დანაგვიანებული ადგილი.

აქტივობა 3. შეჯამება: მოსწავლეებს დავუსვი კითხვები:
1.      გაგიჩნდათ თუ არა სურვილი, რომ  ტყეში კვლავ მოვაწყოტ ლაშქრობა?
2.       რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
3.      რას იწვევს ტყის დაბინძურება?
4.      რის ცოდნაა საწირო ტყის გადასარენად?

კმაყოფილი დავრჩი მოსწავლეთა პასუხებით.

10 საგანთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა, ხელოვნება.

11.პროექტის ხელმძღვანელი[მასწავლებელი]: ნანული დარჩია.


12ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: darchiananuli@gmail.com

No comments:

Post a Comment